ასწლიანი ომი
ევროპის რუქა 1430 წლისთვის, ომის დასასრულს.ასწლიანი ომი, ომი ინგლისსა და საფრანგეთს შორის, ფაქტობრივად გაგრძელდა 116 წელიწადს (1337 - 1453). ასწლიანი ომი თანამედროვე ისტორიკოსებმა შეარქვეს. ისტორიკოსები ამ კონფლიქტებს საერთო სახელწოდებით მოხერხებულობის გამო აერთიანებენ.
ომის მიზეზები ასწლიანი ომის მთავარი მიზეზი იყო ბრძოლა საფრანგეთის მიწებისათვის, რომლებიც ინგლისის მეფეებს ეპყრათ ჰენრი II პლატაგენეტის დროიდან. ამ მიწებისათვის რამდენჯერმე წამოწყებული ომი XII - XIII საუკუნეები (ე. წ. "პირველი ასწლიანი ომი") დასრულდა პარიზის ზავით (1259), რომლის ძალით ინგლისმა შეინარჩუნა მხოლოდ აკვიტანია (გიენი). დავა ამ სამფლობელოებისათვის დროდადრო (1294 - 1296, 1324) იწვევდა კონფლიქტებს. ამას ემატებოდა ინგლის-საფრანგეთის უთანხმოება შოტლანდიის (რომელსაც საფრანგეთი ეხმარებოდა ინგლისის წინააღმდეგ), ბრეტანის და, განსაკუთრებით, მდიდარი, შალის მრეწველობით განთქმული, ფლანდრიის გამო, რომელიც პოლიტიკურად დაკავშირებული იყო საფრანგეთთან, ხოლო ეკონომიურად დამოკიდებული იყო ინგლისის მატყლის იმპორტზე. ინგლისის მეფემ ისარგებლა ფლანდრიელი ხელოსნების ბრძოლით (ი. არტეველდეს მეთაურობით) და ფლანდრის ინგლისის ძლიერ მოკავშირედ აქცია. ასწლიანი ომის უშუალო მიზეზად იქცა საფრანგეთის ტახტის მემკვიდრეობის საკითხი. ფილიპ IV ლამაზის უმცროსი შვილის შარლ IV-ის სიკვდილით 1328 კაპეტინგების დინასტია შეწყდა. ფრანგმა დიდკაცებმა უარყვეს ფილიპ IV-ის ასულის იზაბელად ვაჟის - ინგლისის მეფის ედუარდ III-ის პრეტენზია ("სალიკური სამართლის ძალით ქალს ტახტზე უფლება არა აქვსო") და გაამეფეს ფილპ IV-ის ძმისწული, ფილიპ VI ვალუა. ედუარდ III-მ თავდაპირველად ცნო ფილიპი საფრანგეთის მეფედ (1329), მაგრამ აკვიტანიისა და შოტლანდიის საკითხებით გამოწვეულ კონფლიქტთან დაკავშირებით განაახლა თავისი პრეტენზია და ომი გამოუცხადა მას. ასწლიანი ომი იყოფა სამ პერიოდად.
ომის პირველი პერიოდი
საფრანგეთი 100 წლიანი ომის დროსომის პირველი პერიოდი (1337 - 1360) წარიმართა ინგლისის წარმატებით, რაც განპირობებული იყო მისი ეკომოიური განვითარებისადა სამხედრო მომზადების უპირატესობით. სლეისის ბრძოლაში 1340 წლის 24 ივნისს ინგლისმა გაანადგურა საფრანგეთის სამხედრო ფლოტი. კრესის ბრძოლაში ( 1346 წლის 26 აგვისტო), როცა ინგლისელებმა პირველად გამოიყენეს არტილერია, მათ მძიმე დამარცხება აგემეს ფრანგებს და აიღეს ქ. კალე (1347). პუატიეს ბრძოლაში (1356 წლის 19 სექტემბერს) ინგლისელებმა შავი პრინცის სარდლობით სასტიკად დაასმარცხეს ფრანგები, ტყვედ იგდეს ჟან II კეთილი და მრავალი ფრანგი დიდებული. ამას მოჰყვა საფრანგეთის საქმეების აწეწა, პარიზის აჯანყება 1357 - 1358, ჟაკერია. ბრეტანიის ზავით (1360 წლის 8 მაისი) ინგლისმა მიიღო დიდძალი მიწები სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში. სამაგიეროდ ზავით მიღებული შესვენება შარლ V-მ გამოიყენა საფრანგეთის მნიშვნელოვანი გარდაქმნებისათვის (ფინანსური და სამხედრო რეფორმები, დაქირავებული ჯარისა და არტილერიის შექმნა, სამხედრო ფლოტის აღდგენა).
ომის მეორე პერიოდი ასწლიანი ომის მეორე პერიოდი (1369 - 1380) წარიმართა ფრანგების წარმატებით. ინგლისს შერჩა მცირედი, განცალკევებულად მდებარე მიწები (კალე, შერბური, ბრესტი, ბორდო). საერთო შინაგანმა კრიზისმა ორივე სახელმწიფო ხანგრძლივად დააზავა ერთმანეთს (1380 - 1415). XV საუკუნის დამდეგს საფრანგეთში შექმნილი მძიმე მდგომარეობა (ფეოდალური არეულობა, შარლ VI-ის გაგიჟება, კაბოშინების აკებსა და ბურგინიონებს შორის) გამოიყენა ინგლისის მეფემ ჰენრი V-მ და განაახლა ომი.
ომის მესამე პერიოდი ასწლიანი ომის მესამე პერიოდი (1415 - 1453) თავდაპირველად წარიმართა ინგლისის სასარგებლოდ. ჰენრი V-მ სასტიკად დაამარცხა არმანიაკები აზენკურის ბრძოლაში (1415 წლის 25 ოქტომბერი). ბურგუნდიელები, რომლებიც "ნეიტრალიტეტს" იცავდნენ, მოგვიანებით (1419) ინგლისის აშკარა მოკავშირენი გახდნენ. ჰენრი V-მ დაიპყრო ჩრდილოეთ საფრანგეთი პარიზითურთ და შარლ VI-თან დადებული ტრუას ხელშეკრულებით (1420 წლის 21 მაისი) იგი ცნობილი იქნა საფრანგეთის რეგენტად და ტახტის მემკვიდრედ. ორივე მეფის სიკვდილის შემდეგ (1422), "ინგლისისა და საფრანგეთის მეფედ" აღიარეს მცირეწლოვანი ჰენრი VI (ჰენრი V-ის ძე). რეგენტის ჯ. ბედფორდის სარდლობით ინგლისელებმა და ბურგუნდიელებმა დაასრულეს ლუარის ჩრდილოეთით მდებარე მიწების დაპყრობა და ალყა შემოარტყეს ქ. ორლეანს -"ლუარის გაღმა მიწების გასაღებს" (1428 წლის 12 ოქრომბერი). საფრანგეთში დაიწყო სახალხო-პატრიოტული მოძრაობა ჟანა დ არკის მეთაურობით, რომელმაც ინგლისელებსა და მათ მოკავშირეებზეე ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვა (ორლეანის ალყის მოხსნა 1429 წლის 8 მაისი, პატეს ბრძოლა 1429 წლის 18 ივნისი და სხვა), გაათავისუფლა რამდენიმე ქალაქი და უზრუნველყო შარლ VII-ის მეფედ კურთხევა რეიმსში (1429 წლის 17 ივლისი). მიუხედავად კომპიენთან ან დ არკის დატყვევებისა (1430 წლის 23 მაისი) და კოცონზე დაწვისა (1431 წლის 30 მაისი), გამარჯვება საფრანგეთის მხარეზე იყო, რაც დააჩქარა ბურგუნდიის ჰერცოგთან დაზავებამ (არასის ზავი, 1435 წლის 20 ოქტომბერი). განთავისუფლებულ იქნა პარიზი (1436), შამპანი (1441), მენი და ნორმანდია (1450).
გიენის განთავისუფლებით (1453) ომი ფაქტობრივად შეწყდა, მაგრამ საომარი მდგომარეობა გრძელდებოდა. მას ბოლო მოუღო ედუარდ IV-სა და ლუი XI-ს შორის დადებულმა პიკინის ზავმა (1475 წლის 29 აგვისტო). ინგლისს საფრანგეთში მხოლოდ კალე შერჩა (ფლობდა 1558-მდე), ხოლო ინგლისის მეფეს - "საფრანგეთის მეფის" ტიტული, რომელზეც იგი იძულებული იყო უარი ეთქვა ამიენის ზავის თანახმად 1802 წლის 27 მარტს. ევროპის რუქა 1430 წლისთვის, ომის დასასრულს.ასწლიანი ომი, ომი ინგლისსა და საფრანგეთს შორის, ფაქტობრივად გაგრძელდა 116 წელიწადს (1337 - 1453). ასწლიანი ომი თანამედროვე ისტორიკოსებმა შეარქვეს. ისტორიკოსები ამ კონფლიქტებს საერთო სახელწოდებით მოხერხებულობის გამო აერთიანებენ.
ომის მიზეზები ასწლიანი ომის მთავარი მიზეზი იყო ბრძოლა საფრანგეთის მიწებისათვის, რომლებიც ინგლისის მეფეებს ეპყრათ ჰენრი II პლატაგენეტის დროიდან. ამ მიწებისათვის რამდენჯერმე წამოწყებული ომი XII - XIII საუკუნეები (ე. წ. "პირველი ასწლიანი ომი") დასრულდა პარიზის ზავით (1259), რომლის ძალით ინგლისმა შეინარჩუნა მხოლოდ აკვიტანია (გიენი). დავა ამ სამფლობელოებისათვის დროდადრო (1294 - 1296, 1324) იწვევდა კონფლიქტებს. ამას ემატებოდა ინგლის-საფრანგეთის უთანხმოება შოტლანდიის (რომელსაც საფრანგეთი ეხმარებოდა ინგლისის წინააღმდეგ), ბრეტანის და, განსაკუთრებით, მდიდარი, შალის მრეწველობით განთქმული, ფლანდრიის გამო, რომელიც პოლიტიკურად დაკავშირებული იყო საფრანგეთთან, ხოლო ეკონომიურად დამოკიდებული იყო ინგლისის მატყლის იმპორტზე. ინგლისის მეფემ ისარგებლა ფლანდრიელი ხელოსნების ბრძოლით (ი. არტეველდეს მეთაურობით) და ფლანდრის ინგლისის ძლიერ მოკავშირედ აქცია. ასწლიანი ომის უშუალო მიზეზად იქცა საფრანგეთის ტახტის მემკვიდრეობის საკითხი. ფილიპ IV ლამაზის უმცროსი შვილის შარლ IV-ის სიკვდილით 1328 კაპეტინგების დინასტია შეწყდა. ფრანგმა დიდკაცებმა უარყვეს ფილიპ IV-ის ასულის იზაბელად ვაჟის - ინგლისის მეფის ედუარდ III-ის პრეტენზია ("სალიკური სამართლის ძალით ქალს ტახტზე უფლება არა აქვსო") და გაამეფეს ფილპ IV-ის ძმისწული, ფილიპ VI ვალუა. ედუარდ III-მ თავდაპირველად ცნო ფილიპი საფრანგეთის მეფედ (1329), მაგრამ აკვიტანიისა და შოტლანდიის საკითხებით გამოწვეულ კონფლიქტთან დაკავშირებით განაახლა თავისი პრეტენზია და ომი გამოუცხადა მას. ასწლიანი ომი იყოფა სამ პერიოდად.
ომის პირველი პერიოდი
საფრანგეთი 100 წლიანი ომის დროსომის პირველი პერიოდი (1337 - 1360) წარიმართა ინგლისის წარმატებით, რაც განპირობებული იყო მისი ეკომოიური განვითარებისა და სამხედრო მომზადების უპირატესობით. სლეისის ბრძოლაში 1340 წლის 24 ივნისს ინგლისმა გაანადგურა საფრანგეთის სამხედრო ფლოტი. კრესის ბრძოლაში ( 1346 წლის 26 აგვისტო), როცა ინგლისელებმა პირველად გამოიყენეს არტილერია, მათ მძიმე დამარცხება აგემეს ფრანგებს და აიღეს ქ. კალე (1347). პუატიეს ბრძოლაში (1356 წლის 19 სექტემბერს) ინგლისელებმა შავი პრინცის სარდლობით სასტიკად დაასმარცხეს ფრანგები, ტყვედ იგდეს ჟან II კეთილი და მრავალი ფრანგი დიდებული. ამას მოჰყვა საფრანგეთის საქმეების აწეწა, პარიზის აჯანყება 1357 - 1358, ჟაკერია. ბრეტანიის ზავით (1360 წლის 8 მაისი) ინგლისმა მიიღო დიდძალი მიწები სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში. სამაგიეროდ ზავით მიღებული შესვენება შარლ V-მ გამოიყენა საფრანგეთის მნიშვნელოვანი გარდაქმნებისათვის (ფინანსური და სამხედრო რეფორმები, დაქირავებული ჯარისა და არტილერიის შექმნა, სამხედრო ფლოტის აღდგენა).
ომის მეორე პერიოდი ასწლიანი ომის მეორე პერიოდი (1369 - 1380) წარიმართა ფრანგების წარმატებით. ინგლისს შერჩა მცირედი, განცალკევებულად მდებარე მიწები (კალე, შერბური, ბრესტი, ბორდო). საერთო შინაგანმა კრიზისმა ორივე სახელმწიფო ხანგრძლივად დააზავა ერთმანეთს (1380 - 1415). XV საუკუნის დამდეგს საფრანგეთში შექმნილი მძიმე მდგომარეობა (ფეოდალური არეულობა, შარლ VI-ის გაგიჟება, კაბოშინების აკებსა და ბურგინიონებს შორის) გამოიყენა ინგლისის მეფემ ჰენრი V-მ და განაახლა ომი.
ომის მესამე პერიოდი ასწლიანი ომის მესამე პერიოდი (1415 - 1453) თავდაპირველად წარიმართა ინგლისის სასარგებლოდ. ჰენრი V-მ სასტიკად დაამარცხა არმანიაკები აზენკურის ბრძოლაში (1415 წლის 25 ოქტომბერი). ბურგუნდიელები, რომლებიც "ნეიტრალიტეტს" იცავდნენ, მოგვიანებით (1419) ინგლისის აშკარა მოკავშირენი გახდნენ. ჰენრი V-მ დაიპყრო ჩრდილოეთ საფრანგეთი პარიზითურთ და შარლ VI-თან დადებული ტრუას ხელშეკრულებით (1420 წლის 21 მაისი) იგი ცნობილი იქნა საფრანგეთის რეგენტად და ტახტის მემკვიდრედ. ორივე მეფის სიკვდილის შემდეგ (1422), "ინგლისისა და საფრანგეთის მეფედ" აღიარეს მცირეწლოვანი ჰენრი VI (ჰენრი V-ის ძე). რეგენტის ჯ. ბედფორდის სარდლობით ინგლისელებმა და ბურგუნდიელებმა დაასრულეს ლუარის ჩრდილოეთით მდებარე მიწების დაპყრობა და ალყა შემოარტყეს ქ. ორლეანს - "ლუარის გაღმა მიწების გასაღებს" (1428 წლის 12 ოქრომბერი). საფრანგეთში დაიწყო სახალხო-პატრიოტული მოძრაობა ჟანა დ არკის მეთაურობით, რომელმაც ინგლისელებსა და მათ მოკავშირეებზეე ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვა (ორლეანის ალყის მოხსნა 1429 წლის 8 მაისი, პატეს ბრძოლა 1429 წლის 18 ივნისი და სხვა), გაათავისუფლა რამდენიმე ქალაქი და უზრუნველყო შარლ VII-ის მეფედ კურთხევა რეიმსში (1429 წლის 17 ივლისი). მიუხედავად კომპიენთან ან დ არკის დატყვევებისა (1430 წლის 23 მაისი) და კოცონზე დაწვისა (1431 წლის 30 მაისი), გამარჯვება საფრანგეთის მხარეზე იყო, რაც დააჩქარა ბურგუნდიის ჰერცოგთან დაზავებამ (არასის ზავი, 1435 წლის 20 ოქტომბერი). განთავისუფლებულ იქნა პარიზი (1436), შამპანი (1441), მენი და ნორმანდია (1450). გიენის განთავისუფლებით (1453) ომი ფაქტობრივად შეწყდა, მაგრამ საომარი მდგომარეობა გრძელდებოდა. მას ბოლო მოუღო ედუარდ IV-სა და ლუი XI-ს შორის დადებულმა პიკინის ზავმა (1475 წლის 29 აგვისტო). ინგლისს საფრანგეთში მხოლოდ კალე შერჩა (ფლობდა 1558-მდე), ხოლო ინგლისის მეფეს - "საფრანგეთის მეფის" ტიტული, რომელზეც იგი იძულებული იყო უარი ეთქვა ამიენის ზავის თანახმად 1802 წლის 27 მარტს.