Free Essay

Hhhhhytuyityurtg5T5Rthtyjythrtrthrt

In:

Submitted By manuganu007
Words 818
Pages 4
Kmart და Sears: ისევ პრობლემები???
2002 წლის 2 იანვარს კორპორაცია Kmart გახდა უდიდესი საცალო მოვაჭრე ამერიკის ისტორიაში, რომელსაც დასჭირდა გაკოტრების საქმის წარმოება. Kmart-მა მოითხოვა რეორგანიზაციის საქმის დაწყება აშშ–ის გაკოტრების კოდექსის მე-11 თავის მიხედვით და განაცხადა, რომ დაფარავს კრედიტორულ დავალიანებას და გააკეთებს ბიზნესის რესტრუქტურიზაციას ისე, რომ შეძლოს სასამართლოს დახმარების შემდეგ დარჩეს კონკურენტუნარიან მოთამაშედ საცალო ბაზარზე. Kmart-მა თავი დააღწია გაკოტრება 2003 წლის მაისში, თუმცა, ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ ჰქონდა ჩამოყალიბებული ძალზედ კონკურენტულ ბაზარზე წარმატების სტრატეგია. ამერიკულმა დაბალი ფასების საცალო ბიზნესმა 2004 წელს განვითარების მწევრვალს მიაღწია და ამ დროისთვის Kmart-ს უკვე აღარ ჰქონდა მკაფიოდ გამოხატული პოზიცია ამ ინდუსტრიაში. მისი ძირითადი კონკურენტები იყვნენ Wal-Mart, Sears, Target, Kohl’s, J.C. Penney, გარდა ამისა, იყვნენ მეორადი კონკურენტები კონკრეტული კატეგორიების მიხედვით. ამ ბაზარზე ლიდერი იყო Wal-Mart, რომელსაც ჰქონდა ყველაზე დიდი გაყიდვები და მცირე დანახარჯები (შესაბამისად, დაბალი ფასები). Wal-Mart-მა მოქმედება დაიწყო ამერიკის არაურბანულ ნაწილში და აქტიურად იზრდებოდა საერთაშორისო მასშტაბით. წლიური გაყიდვების მხრივ მეორე ადგილზე იყო Sears, რომელიც ბაზარზე პოზიციონირებული იყო მყარი საქონლით, როგორიცაა საოჯახო ტექნიკა, ასეთი საქონლის გაყიდვების 40% კონტროლდებოდა Sears-ის მიერ. თუმცა Sears-ის გაყიდვები მაინც შემცირდა, რადგან მომხმარებლები უფრო და უფრო ამჯობინებდნენ Sears-ის მოლის ტიპის მაღაზიებს ავტონომიური ბიგ ბოქს ტიპის ჰიპერმარკეტებს, როგორიცაა Lowe’s და Home Depot. Target, რომელიც მესამე იყო გაყიდვებში, მაგრამ მეორე ვოლმარტის შემდეგ მოგების მიხედვით, გამოირჩეოდა როგორც მაღალი ხარისხის პროდუქტის დილერი. Target ისეთი წარმატებული იყო, რომ მისმა დამფუძნებელმა კომპანიამ Dayton-Hudson შეიცვალა კორპორატიული სახელი და გახდა Target. Kohl’s, რომელიც შედარებით ახალი შესული იყო ბაზარზე, მართავდა ოჯახზე ორიენტირებულ 420 მაღაზიას აშშ–ის 32 შტატში. J.C. Penney ოპერირებს 1000 მაღაზიით ამერიკის 50–ვე შტატში. როგორც Kohl’s, ასევე J.C. Penney აქცენტრებულნი არიან ტანსაცმელზე და მსგავსი ტიპის საქონელზე.
Kmart–ის კონკურენტები აგრეთვე იყვნენ ე.წ. „კატეგორიის ქილერები“, რომლებიც მოქმედებდნენ მხოლოდ ერთ ან რამდენიმე კატეგორიაში, მაგრამ ამ კონკრეტულ სფეროში უფრო ღრმად შედიოდნენ, ვიდრე ეს შეეძლოთ დიდ უნივერსალურ მაღაზიებს. ასეთები იყვნენ: Toys “R” Us, Home Depot, Lowe’s და აფთიაქები – Rite Aid, CVS, Eckerd და Walgreens.
Kmart დაფუძნდა 1962 წელს S.S. Kresge–ს მიერ როგორც იაფფასიანი საცალო უნივერსამი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობდა საქონლის დიდ არჩევანს დაბალ ფასად. Sears–სგან განსხვავებით, კომპანიამ არჩია, არ განეთავსებინა თავისი მაღაზიები დიდ შოპინგ მოლებში და შექმნა თავისი მაღაზიები შესამჩნევ ადგილებში. 1960–იან, 70-იან და 80-იან წლებში კომპანია წარმატებით ფუნქციონირებდა, თუმცა 1990 წლისთვის, როცა Wall-Mart-მა პირველად გაასწრო ყოველწლიურ გაყიდვებში, Kmart გახდა ძველმოდური და დაკარგა მიმზიდველობა. სხვა ცნობილი დისკაუნტერები, როგორებიც იყვნენ Korvette’s, Grant’s, Woolco, Ames, Bradlees და Montgomery Ward გავიდნენ ბიზნესიდან, რადგან ბაზარი გაჯერდა და გამსხვილდა. იმისთვის, რომ ასეთი ბედი აეცილებინდა, Kmart-მა განაახლა და გაზარდა მაღაზიები, დაამატა ბრენდები და კონსულტანტად დაიქირავა მარტა სტიუარტი. ვერცერთმა ამ ცვლილებამ ვერ გამოასწორა კომპანიის ფინანსური მდგომარეობა. იმ დროს, როცა კომპანიამ განაცხადა გაკოტრების საქმის დაწყების შესახებ, წინა ათი წლიდან ხუთი ჰქონდა ზარალიანი. გაკოტრების საქმის დაწყების შემდეგ Kmart გახდა მომგებიანი, ძირითადად თავისი 600–მდე მაღაზიის დახურვის და გაყიდვის (Sears Home–ზე და Depot–ზე) ხარჯზე. მენეჯმენტს აღარ შეეძლო გაყიდვების დონის შენარჩუნება მაღაზიებში. მარტა სტიუარტი დაადანაშაულეს ინსაიდერულ გაყიდვებში და დააპატიმრეს 2004 წლის საშობაო სეზონის წინ. მოულოდნელად Kmart-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და მმართველმა აქციონერმა ედვარდ ლამპერტმა გააკეთა Kmart-ის მიერ Sears-ის 11 მლრდ აშშ დოლარად შეძენის ინიცირება 2004 წლის ნოემბერში. ახალ კომპანიას უნდა რქმეოდა Sears Holding Corporation. მიუხედავად იმისა, რომ მენეჯმენტი ვარაუდობდა საერთო ხარჯების წლიურად ხუთასი მილიონი დოლარით შემცირებას სამი წლის განმავლობაში მომოწოდებლებზე და ადმინისტრაციულ რესურსზე გაკეთებული დანაზოგების გამო, ანალიტიკოსები სკეპტიკურად უყურებდნენ ამ ორი პრობლემების მქონე კომპანიის წარმატებულ პერსპექტივას.
2007 წლის დასასრულისთვის Sears holding-ის აქციების ფასი დაეცა 111-მდე სარეკორდო 195-იდან რომელიც იმავე წელს ჰქონდა. Kmart–საც და Sears-საც მყიდველების მიზიდვის პრობლემები გადატვირთული ინდუსტრიის და კრიზისული ეკონომიკის პირობებში. თუმცა Sears Holdings–ს ჰქონდა 1,5 მლრდ ნაღდი ფული, რაც მნიშვნელოვანი უპირატესობაა კრიზისულ პერიოდში. ეს იყო იმაზე მეტი ვიდრე მის კონკურენტებს J.C.Penneys–ს, Kohl’s–ს და Macy’s–ს ჰქონდათ ჯამში. კომპანიის სესხები შეადგენდა მისი ჯამური კაპიტალის მხოლოდ 25%–ს. ეს მაჩვენებელი J.C.Penneys–ის შემთხვევაში იყო 46%, ხოლო Macy’s – 53%. გარდა ამისა, მას ბალანსზე ჰქონდა მნიშვნელოვანი რაოდენობის უძრავი ქონება. მაგალითად Sears ფლობდა 518 ობიექტს 816-დან, ხოლო Kmart-ს თავისი მაღაზიები განთავსებული ჰქონდა სტრიპ მოლებში დიდი ქალაქების სიახლოვეს. რადგან ნაკლები რაოდენობის შოპინგ მოლები შენდებოდა უფრო რთული იყო „ბიგ ბოქს“ ტიპის რითეილერებისთვის ადგილის პოვნა დიდ ქალაქებში.
2007 წლის უკანასკნელი კვარტლის შედეგებმა აჩვენა რომ უკვე ზედიზედ სამი კვრატლის განმავლობაში გრძელდებოდა მოგების მარჟის გაუარესება. თანამშრომლების ყოველთვიური შემცირების და სხვა ხარჯების შეკვეცის შემდეგ, ანალიტიკოსები მიხვდნენ, რომ ძალიან ცოტა რამ იყო დარჩენილი რისი შეკვეცაც შეიძლებოდა. ისინი აგრეთვე შეშფოთებულნი იყვნენ რადგან მენეჯმენტმა ვერ შეძლო მაღაზიების გაუმჯობესება. 2007 წლის ნოემბერში Sears Holding-მა განაცხადი გააკეთა Restoration Hardware-ის შესყიდვაზე, რომელიც იყო საოჯახო საქონლით საცალო მოვაჭრე. მიუხედავად იმისა, რომ Restoration Hardware–ს ჰქონდა პრობლემები გაყიდვებში, ფიქრობდნენ, რომ Sears-ის მენეჯმენტი გამოიყენებდა ამ შენაძენს, რათა შეექმნა ელიტარული ბუტიკები მის მაღაზიებში.

დავალება: გააკეთეთ ორივე კომპანიის ფასეულობათა ჯაჭვი და რგოლების მიხედვით შეადარეთ. რამდენად შეიძლებოდა მიგვეღწია სტარტეგიული შესაბამისობით. განიხილეთ გარემო როგორც მიკრო ასევე მაკრო, ნასწავლი ტექნიკების გამოყენებით და გააკეთეთ SWOT ანალიზი (შეგიძლიათ ცალ-ცალკე ორივე ორგანიზაციისთვის ან/და გაერთიანების შემდეგ ) შეიმუშავეთ რეკომენდაციები და განიხილეთ ამ გაერთიანების დადებითი და უარყოფითი მხარეები.

Similar Documents