Free Essay

Essey

In:

Submitted By meurme2
Words 2681
Pages 11
გამარჯობა. ჩემი სახელია სტივენ ჰოკინგი. ფიზიკოსი, კოსმოლოგი და რაღაც კუთხით მეოცნებეც ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვმოძრაობ და ლაპარაკში კომპიუტერი მეხმარება, გონებით თავისუფალი ვარ. თავისუფალი, რათა გამოვიკვლიო სამყაროს ყველაზე ღრმა საკითხები, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია კითხვა: არსებობს თუ არა ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო და დღემდე აკონტროლებს მას, დაწყებული ვარსკვლავებიდან და პლანეტებიდან დამთავრებული ჩვენით? ამას წინათ გამოვაქვეყნე წიგნი, რომელიც სვამდა კითხვას, შექმნა თუ არა სამყარო ღმერთმა. ამან ერთგვარი ალიაქოთი გამოიწვია. ხალხი გაღიზიანდა იმის გამო, რომ მეცნიერმა რელიგიის საკითხებზე დაიწყო საუბარი. მე არანაირი სურვილი არ მაქვს, ვინმეს ვუთხრა, რისი სჯეროდეს. მაგრამ პირადად ჩემთვის, ღმერთის არსებობის საკითხი ნამდვილად ესადაგება მეცნიერებას. ბოლოს და ბოლოს, რთულია მოიფიქრო უფრო მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საიდუმლო, ვიდრე ის, თუ ვინ ან რამ შექმნა სამყარო და აკონტროლებს მას. დიდი ხნის წინ პასუხი ძირითადად ერთნაირი იყო: ღმერთებმა შექმნეს ყველაფერი. სამყარო საშიში რამ იყო, ამიტომ ისეთი სასტიკ ადამიანებსაც კი, როგორიც იყვნენ ვიკინგები, სწამდათ ზებუნებრივი არსებების, რათა აეხსნათ ბუნებრივი მოვლენები – ელვა და ქარიშხალი. ვიკინგებს მრავალი ღმერთი ჰყავდათ. მათგან თორი ჭექა-ქუხილის ღმერთი იყო, მისი კოლეგა ეგირი ზღვის აბობოქრებას იწვევდა, თუმცა ყველაზე მეტად სკოლის ეშინოდათ. სკოლი იწვევდა საშინელ ბუნებრივ მოვლენას, რომელსაც ამჟამად მზის დაბნელებას ვუწოდებთ. სკოლი მგელ-ღმერთი იყო და ცაში ცხოვრობდა. ზოგჯერ ის მზეს ჭამდა და ამ დროს შემაძრწუნებელი რამ ხდებოდა – დღე ღამედ იქცეოდა. წარმოიდგინეთ, როგორი რთული იყო მეცნიერული ახსნის არსებობის გარეშე იმის აღქმა, რომ მზე ქრებოდა. ვიკინგების საპასუხო ქმედება ამ მოვლენაზე იყო ერთიანი ყვირილი – ისინი ცდილობდნენ, მგელი შეეშინებინათ. ვიკინგებს სწამდათ, რომ მათი ქმედებებით შესაძლებელი იყო მზის დაბრუნება. ცხადია, ჩვენ ვიცით, რომ ისინი არაფერ შუაში იყვნენ და მზე, ადრე თუ გვიან, მაინც გამოჩნდებოდა. როგორც აღმოჩნდა, სამყარო სულაც არაა ისეთი ზებუნებრივი ან საშიში, როგორიც მანამდე ჩანდა. მაგრამ სიმართლის აღმოსაჩენად იმაზე დიდი სიმამაცეა საჭირო, ვიდრე ვიკინგებს ჰქონდათ. ჩვენნაირ მოკვდავებს ნამდვილად შეუძლიათ, გაიგონ, როგორ მუშაობს სამყარო. ამას ვიკინგებამდე დიდი ხნით ადრე მიხვდნენ, ძველ საბერძნეთში. ქრისტეს შობამდე 300 წელს ფილოსოფოსი სახელად არისტარქე სამოსელი დაინტერესდა დაბნელებებით, განსაკუთრებით მთვარის დაბნელებით. ის საკმარისად გამბედავი იყო, რათა დაესვა კითხვა: იყვნენ თუ არა რეალურად ამ მოვლენების მიზეზი ღმერთები? არისტარქე ჭეშმარიტი მეცნიერი იყო. მან ცა დაკვირვებით შეისწავლა და გაბედულ დასკვნამდე მივიდა. ის მიხვდა, რომ დაბნელების მიზეზი დედამიწის ჩრდილი იყო, რომელიც მთვარეს ეფარებოდა და არა რაიმე ღვთიური მოვლენა. ამ აღმოჩენის შემდეგ მას შეეძლო, გამოეკვლია, რა ხდებოდა რეალურად მის ზემოთ.

არისტარქემ დახატა სქემები, რომლებიც აჩვენებდნენ მზეს, მთვარესა და დედამიწას შორის რეალურ დამოკიდებულებას. მათი მეშვეობით არისტარქე უფრო მნიშვნელოვან აღმოჩენებამდე მივიდა. მან დაასკვნა, რომ დედამიწა სულაც არ იყო სამყაროს ცენტრი, როგორც მაშინ ყველა ფიქრობდა, არამედ გარს უვლიდა მზეს. ამის გააზრება ყველანაირ დაბნელებას ხსნიდა – როცა მთვარე თავის ჩრდილს დედამიწას გადააფარებს, მიიღება მზის დაბნელება. ხოლო როცა დედამიწა მზესა და მთვარეს შორისაა და მთვარეს ფარავს, ხდება მთვარის დაბნელება. არისტარქე კიდევ უფრო შორს წავიდა. მან წამოაყენა აზრი, რომ ვარსკვლავები სულაც არ იყვნენ ცის ჭუჭრუტანები, არამედ ჩვენი მზის მსგავსი ციური სხეულები, უბრალოდ ძალიან, ძალიან, ძალიან შორს მდებარეობდნენ. ეს იყო საოცრად განსაცვიფრებელი აღმოჩენა – სამყარო მექანიზმია, რომელიც იმართება გარკვეული პრინციპებით, ან კანონებით, რომელთა აღქმაც ადამიანის გონებისთვის შესაძლებელია. მე მჯერა, რომ ამ კანონების აღმოჩენა კაცობრიობის უდიდესი მიღწევა იყო. ბუნების კანონები დაგვეხმარებიან იმის გარკვევაში, გვჭირდება თუ არა ღმერთის ცნება იმისთვის, რომ ავხსნათ სამყარო. საუკუნეების მანძილზე მიიჩნეოდა, რომ ჩემნაირი უნარდაკარგული ადამიანები ღმერთისგან დაწყევლილები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ არ გამოვრიცხავ, „ზემოთ” ვიღაც იყოს ჩემზე განაწყენებული, მირჩევნია ვიფიქრო, რომ ყველაფერი შეიძლება აიხსნას სხვაგვარად – ბუნების კანონებით. რა არის კონკრეტულად ბუნების კანონები და რატომაა ასეთი ძლიერი? ამას ჩოგბურთის მაგალითზე აგიხსნით. ჩოგბურთი იმართება ორი სახის წესებით: პირველი სახის წესები შექმნილია ადამიანთა მიერ და თამაშის წესები ეწოდება. ისინი აკონტროლებენ ისეთ დეტალებს, როგორიცაა მოედნის ზომა, ბადის სიმაღლე, რა შემთხვევაში ითვლება ბურთი გადაცდენილად და რა შემთხვევაში – არა. ეს წესები შეთანხმებისამებრ შეიძლება შეიცვალოს, თუკი ჩოგბურთის ფედერაცია ასე გადაწყვეტს. მაგრამ მეორე სახის წესები, რომლებიც თამაშში მოქმედებს, მუდმივი და უცვლელია. ისინი განსაზღვრავენ, რა მოუვა ბურთს, როცა მას სპორტსმენი ჩოგანს დაარტყამს, ჩოგნის მოქნევის კუთხე და ძალა ზუსტად განსაზღვრავს, რა მოხდება შემდეგში. ბუნების კანონები აღწერენ ობიექტების მოქმედების პრინციპს წარსულში, აწმყოსა და მომავალში. ჩოგბურთში ბურთი ყოველთვის ისეთ მოძრაობას ასრულებს, როგორსაც ბუნების კანონები გადაწყვეტენ. მაგრამ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ისაა, რომ ფიზიკის კანონები, გარდა იმისა, რომ არ იცვლებიან, ასევე არიან უნივერსალურნი. ისინი ესადაგებიან არამარტო ბურთის ტრაექტორიას, არამედ პლანეტების მოძრაობას და ნებისმიერ სხვა რამეს სამყაროში. ადამიანის მიერ შექმნილი კანონებისგან განსხვავებით, ბუნების კანონთა დარღვევა შეუძლებელია, სწორედ ამიტომ არიან ისინი ასეთი ძლევამოსილები. თუკი ჩემსავით ეთანხმებით, რომ ფიზიკის კანონები ფიქსირებულია, მარტივად ჩნდება შემდეგი კითხვა: რა როლი აქვს ამ ყველაფერში ღმერთს? ეს არის ნაწილი იმ დიდი წინააღმდეგობისა, რომელიც მეცნიერებასა და რელიგიას შორის არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრები ამჟამად საკამათო გახდა, ეს საკითხი რეალურად უძველეს კონფლიქტს წარმოადგენს.
1277 წელს რომის პაპი იოანე XXI ბუნების კანონებთან დაკავშირებულმა აზრებმა ისე შეაშინა, რომ ერესად გამოაცხადა. სამწუხაროდ, ამან მაინც ვერ შეცვალა გრავიტაციის მოქმედების პრინციპი: რამდენიმე თვის შემდეგ სასახლის ჭერი ჩამოიქცა და დიდი ნატეხი პაპს თავზე დაეცა. თუმცა ორგანიზებულმა რელიგიამ მალე იპოვა გამოსავალი: მომდევნო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში უბრალოდ აცხადებდნენ, რომ ბუნების კანონები ღმერთის შემოქმედებას წარმოადგენდა და თუკი ღმერთი მოინდომებდა, მათი დარღვევაც არ იყო პრობლემა. ამ შეხედულებას აძლიერებდა ის აზრი, რომ ჩვენი სრულყოფილი ლურჯი პლანეტა იყო ყველაფრის ცენტრი და ვარსკვლავები და პლანეტები მის გარშემო მოძრაობდნენ, რაც საათის მექანიზმივით ზუსტი დიზაინის შთაბეჭდილებას ტოვებდა. არისტარქეს იდეები ამ პერიოდისთვის დიდი ხნის მივიწყებული იყო. მაგრამ ადამიანები ბუნებრივად არიან ცნობისმოყვარეები და ისეთებმა, როგორიც იყო მაგალითად გალილეო გალილეი, გადაწყვიტეს, ამ ზუსტი მექანიზმისთვის კიდევ ერთხელ გადაეხედათ. ეს მოხდა 1609 წელს და მიღებულმა შედეგებმა ყველაფერი შეცვალა.

გალილეო თანამედროვე მეცნიერების დამაარსებლად ითვლება, ის ასევე გახლავთ ჩემი ერთ-ერთი გმირი. ჩემს მსგავსად ისიც ფიქრობდა, რომ თუკი სამყაროს უფრო ახლოდან დააკვირდები, დაინახავ, რა ხდება რეალურად. ის იმდენად იყო დარწმუნებული საკუთარ თავში, რომ მომართა ლინზები, რომლებსაც, ისტორიაში პირველად, შეეძლოთ ღამის ცის გადიდება 20-ჯერ. გალილეომ ლინზები ფრთხილად ჩააწყო ტელესკოპში და მისი სახლიდან, რომელიც ქალაქ პადუაში მდებარეობდა, ღამღამობით იუპიტერის გამოკვლევა დაიწყო. მალე მან გასაოცარი რამ აღმოაჩინა – პატარა სამი წერტილი, რომლებიც გიგანტური პლანეტის სიახლოვეს მდებარეობდნენ. დასაწყისში მეცნიერმა იფიქრა, რომ ეს წერტილები მკრთალი ვარსკვლავები იყვნენ, მაგრამ შემდეგი რამდენიმე ღამის განმავლობაში დაკვირვების შედეგად შენიშნა, რომ ისინი მოძრაობდნენ. შემდეგ მეოთხე წერტილიც გამოჩნდა. ზოგჯერ ერთ-ერთი მათგანი იუპიტერის მიღმა უჩინარდებოდა, მალე კი ისევ გამოჩნდებოდა ხოლმე. გალილეო მიხვდა, რომ ისინი იუპიტერის მთვარეები იყვნენ და დიდ პლანეტას გარს უვლიდნენ. ეს იმის მტკიცებულება გახლდათ, რომ მინიმუმ რამდენიმე ობიექტი დედამიწას არ უვლიდა გარშემო. ახალი აღმოჩენით გამხნევებული გალილეო შეეცადა, დაემტკიცებინა, რომ სინამდვილეში დედამიწა მზის გარშემო მოძრაობს და არისტარქეს მოსაზრებები სავსებით მართებული იყო. გალილეოს იდეები ის სასხლეტი გახდა, რომელიც ადამიანთა აზროვნების რევოლუციის მიზეზად იქცა და ავტომატურად შეასუსტა რელიგიის გავლენა მეცნიერებაზე. მე-17 საუკუნეში ეკლესიასთან მწვავე კონფლიქტი დაიწყო. გალილეომ მოახერხა და თავიდან აიცილა სიკვდილით დასჯა თავის ე.წ. „ერესზე” უარის თქმით. მას მიესაჯა შინაპატიმრობა სიცოცხლის ბოლო 9 წლის განმავლობაში. როგორც ლეგენდა გვიამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მან უარი თქვა თავის ნაშრომზე, იმავდროულად ჩუმად ჩაიბუტბუტა: „ის მაინც მოძრაობს”. შემდეგი 300 წლის განმავლობაში, რაც უფრო მეტ ბუნების კანონს აღმოაჩენდნენ ხოლმე, მეცნიერება მით მეტ მოვლენას ხსნიდა – დაწყებული ელვიდან, მიწისძვრიდან და ქარიშხლებიდან დამთავრებული ვარსკვლავების ნათების მიზეზით. ყოველი ახალი აღმოჩენა სულ უფრო მეტად ამცირებდა ღმერთის საჭიროებას მეცნიერებაში. ბოლოს და ბოლოს, თუკი გაქვს მეცნიერული ახსნა, რა იწვევს მზის დაბნელებას, ნაკლებად დაიჯერებ, რომ მისი მიზეზია მგელ-ღმერთი, რომელიც ცაში ცხოვრობს. მეცნიერება არ უარყოფს რელიგიას, უბრალოდ უფრო მარტივ ალტერნატივას გვთავაზობს. თუმცა რამდენიმე საიდუმლო ისევ ამოუხსნელი რჩება. მაგალითად, თუკი დედამიწა მოძრაობს, შესაძლებელია, ამის მიზეზი ღმერთი იყოს? საბოლოოდ, იყო თუ არა ღმერთი სამყაროს შემქმნელი და პირველსაწყისი?
1985 წელს მე ვესწრებოდი კონფერენციას კოსმოლოგიის თემებზე ვატიკანში, რომში. მეცნიერები შეიკრიბნენ, რათა რომის პაპ იოანე პავლე II-სთან ესაუბრათ. მისი თქმით, სამყაროს მოქმედების პრინციპის შესწავლაში ცუდი არაფერი იყო, მაგრამ არ უნდა გამოგვეკვლია მისი დასაბამი, რადგან ეს ღმერთის შემოქმედება იყო. მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მე ერთ-ერთი ვიყავი, ვინც მისი რჩევა არ გაითვალისწინა, რადგან არ შემიძლია, ცნობისმოყვარეობა ასე მარტივად ჩავახშო. ჩემი აზრით, კოსმოლოგების ვალია, ეცადონ და ამოხსნან, როგორ გაჩნდა სამყარო. საბედნიეროდ, ეს არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. სამყაროს სირთულისა და მრავალფეროვნების მიუხედავად მის შესაქმნელად მხოლოდ 3 ინგრედიენტია საჭირო. პირველი ინგრედიენტია მატერია – მასალა, რომელსაც გააჩნია წონა. მატერია ყველგანაა ჩვენს გარშემო – ჩვენს ფეხქვეშ მიწაში და ზემოთ კოსმოსში. მტვერი, ქვა, ყინული, სითხეები, მტვრის ვრცელი ღრუბლები, სპირალური გალაქტიკები, რომლებიც მილიარდობით მზეს შეიცავენ და წარმოუდგენლად დიდ არეზე არიან გადაჭიმულნი – წარმოადგენენ მატერიას. მეორე ინგრედიენტი, რაც სამყაროს შექმნისას დაგჭირდებათ, არის ენერგია. მიუხედავად იმისა, საერთოდ გვიფიქრია თუ არა მასზე, ყველამ ვიცით, რა არის ენერგია. ეს ისაა, რასთანაც ყოველდღე გვაქვს შეხება. შეხედეთ მზეს და ენერგიას იგრძნობთ სახეზე, ენერგიას, რომელსაც გამოიმუშავებს 150 მილიონი კმ-ის მოშორებით მყოფი ვარსკვლავი. ენერგია აფართოებს სამყაროს და წარმართავს პროცესებს, რომელთა მეშვეობითაც სამყარო დაუსრულებლად იცვლება. ახლა, როდესაც გვაქვს მატერია და ენერგია, გვჭირდება მესამე ინგრედიენტიც – სივრცე, თანაც დიდი რაოდენობით. სამყაროს შეიძლება ბევრი რამ უწოდო – შესანიშნავი, ლამაზი, მძვინვარე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – პატარა. საითაც კი გავიხედავთ, ყველგან ვხედავთ სივრცეს, რომელიც გადაჭიმულია და ვრცელდება ყველა მიმართულებით. მაშ, საიდან შეიძლებოდა ეს მატერია, ენერგია და სივრცე გაჩენილიყო? XX საუკუნემდე ამაზე წარმოდგენა არავის ჰქონდა. პასუხი ერთი ახალგაზრდა ადამიანის ფიქრებში გაჩნდა. ეს ადამიანი ალბათ ყველაზე ცნობილი მეცნიერია, რომელსაც კი ოდესმე უცხოვრია: ალბერტ აინშტაინი. სამწუხაროდ, არასდროს მქონია იმის შანსი, რომ მას პირადად შევხვედროდი, რადგან მისი გარდაცვალების მომენტში სულ რაღაც 13 წლის ვიყავი. აინშტაინმა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოაჩინა – სამყაროს შესაქმნელად საჭირო ორი ინგრედიენტი, მასა და ენერგია, არსებითად ერთი და იგივე რამ იყო, ანუ მედლის ორი მხარე. მისი ცნობილი ფორმულა E=MC² გვეუბნება, რომ მასა შეიძლება აღვიქვათ, როგორც ენერგიის სახე და პირიქით. ასე რომ სამყაროს შესაქმნელად 3 ინგრედიენტის ნაცვლად, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ორია საჭირო: ენერგია და სივრცე. კითხვა კი დაისმება შემდეგი ფორმით: საიდან გაჩნდა ეს ენერგია და სივრცე? პასუხი მხოლოდ ათწლეულების განმავლობაში მეცნიერთა მუხლჩაუხრელი შრომის შემდეგ გამოჩნდა. სივრცე და ენერგია სპონტანურად გაჩნდა იმ მოვლენის დროს, რომელსაც „დიდ აფეთქებას” ვეძახით. დიდი აფეთქების მომენტში ენერგიით სავსე სამყარომ დაიწყო არსებობა, მასთან ერთად კი სივრცემ. მალე მან სწრაფი გაფართოება დაიწყო. და მაინც, საიდან მოვიდა ეს ენერგია და სივრცე? როგორ მოხდა, რომ ენერგიით სავსე მთელი სამყარო, რომელიც შეიცავდა უზარმაზარ სივრცესაც, უბრალოდ არაფრისგან გაჩნდა? ზოგისთვის ეს ის მომენტია, სადაც ისევ საჭირო ხდება ღმერთის ჩარევა – ღმერთმა შექმნა ენერგიაც და სივრცეც, დიდი აფეთქება კი მისი შემოქმედების დასაწყისი გახლდათ. თუმცა მეცნიერება სხვა ვარიანტს გვთავაზობს. ბავშვობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ინგლისში გავატარე, სადაც გვასწავლიდნენ, რომ რაღაცას ტყუილუბრალოდ, არაფრის სანაცვლოდ ვერ მიიღებ. მაგრამ ახლა, როცა მთელი ცხოვრება დავუთმე მეცნიერებას, შემიძლია ვთქვა, რომ მთელი სამყარო სრულიად უსასყიდლოდ გადმოგვეცა.

დიდ აფეთქებასთან დაკავშირებული უდიდესი საკითხი იყო იმის ახსნა, თუ როგორ მოახერხა ენერგიისა და სივრცისგან შემდგარმა წარმოუდგენლად დიდმა სამყარომ არაფრისგან განხორციელება. ამის პასუხი იმალება სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ ფაქტში: ფიზიკის კანონები მოითხოვენ ისეთი რამის არსებობას, რომელსაც „უარყოფითი ენერგია” ეწოდება. ამ უცნაური, თუმცა მნიშვნელოვანი იდეის არსში რომ გაერკვეთ, წარმოგიდგენთ მარტივ ანალოგიას. წარმოიდგინეთ, ადამიანს სურს გორაკის აგება სრულიად ბრტყელ ტერიტორიაზე. ეს გორაკი სიმბოლურად სამყაროს წარმოადგენს. გორაკის შესაქმნელად ის თხრის ორმოს მიწაში და ამოღებულ მასას ზემოთ ყრის. თუმცა ცხადია, ის მხოლოდ გორაკს არ ქმნის. ამის პარალელურად ასევე იქმნება ხვრელი, ანუ გორაკის უარყოფითი ვერსია. ნივთიერება, რომელიც ადრე ორმოს ადგილას იყო, გარდაიქმნა ბორცვად. ასე რომ ყველაფერი დაბალანსებულია. სწორედ ესაა ის პრინციპი, რომელიც სამყაროს შექმნის საკითხის უკან იმალება. როცა დიდმა აფეთქებამ წარმოშვა უზარმაზარი რაოდენობის დადებითი ენერგია, იმავდროულად გაჩნდა იგივე მოცულობის უარყოფითი ენერგია. ამ გზით პოზიტიური და ნეგატიური ერთმანეთს ყოველთვის აწონასწორებენ და ჯამში ქმნიან ნულს. ეს ბუნების კიდევ ერთი კანონია. ჩნდება კითხვა: სად არის დღესდღეობით ეს უარყოფითი ენერგია? ის გახლავთ სამყაროს რეცეპტის მესამე ინგრედიენტში – უარყოფითი ენერგია სივრცეში მდებარეობს. ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ბუნების იმ კანონების მიხედვით, რომლებიც გრავიტაციასა და მოძრაობას აკონტროლებენ, კანონების, რომლებიც მეცნიერებაში ყველაზე ძველია, სივრცე გახლავთ ნეგატიური ენერგიის თვალუწვდენელი საცავი. ეს საკმარისი გარანტიაა იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველაფრის ჯამი ნულს უდრის. თუკი მათემატიკაში არც ისე ძლიერი ხართ, ნამდვილად რთულია ამის გაგება, მაგრამ ეს რეალობა გახლავთ. გრავიტაციული ძალებით ერთმანეთთან დაკავშირებული მილიარდობით და ტრილიონობით გალაქტიკის უსასრულო ქსელი მოქმედებს მასიური შესანახი მოწყობილობის მსგავსად. სამყარო თითქოს უზარმაზარი ბატარეაა, რომელიც უარყოფით ენერგიას შეიცავს. ობიექტების დადებითი მხარე – მასა და ენერგია – ბორცვის მსგავსია. მისი შესაბამისი ხვრელი, იგივე ობიექტების უარყოფითი მხარე გაფანტულია მთელ კოსმოსში. როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი მნიშვნელოვან საკითხს, არსებობს თუ არა ღმერთი? საქმე იმაშია, რომ თუკი სამყაროს ორი მხარის ჯამი ნულს უდრის, მაშინ სულაც არაა საჭირო ღმერთის ცნების შემოტანა მისი შექმნის ასახსნელად. რადგანაც ჩვენ ვიცით, რომ სამყაროში დადებითი და უარყოფითი მხარეები ჯამში ნულს იძლევა, ისღა გვრჩება, გავარკვიოთ, რა ან ვინ იდგა მთლიანი პროცესის საწყის წერტილში. რამ შეიძლება გამოიწვიოს სამყაროს სპონტანური გაჩენა? ერთი შეხედვით, ეს პრობლემა თითქოს საგონებელში გვაგდებს, რადგან ეს არაა ისეთი რამ, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდება. როცა ყავის მომზადება გსურთ, საამისოდ თითს არ გაატკაცუნებთ, რომ ის თავისით გაჩნდეს. ეს ხომ შეუძლებელია. ყავის მოსამზადებლად საჭიროა სხვადასხვა მასალა, როგორიცაა ყავის მარცვლები, წყალი, შესაძლოა რძეცა და შაქარიც. მაგრამ თუკი ღრმად გამოვიკვლევთ ყავის ჭიქას, ჩავალთ რძის ნაწილაკებში, გადავინაცვლებთ ატომურ დონეზე და შემდეგ სუბატომურზე, თვალწინ გადაგვეშლება სამყარო, სადაც რაღაცის შექმნა არაფრიდან სრულიად შესაძლებელია, ყოველ შემთხვევაში, დროის მოკლე პერიოდში მაინც. ეს იმის გამოა, რომ ასეთ პატარა მასშტაბებში ნაწილაკები, როგორიცაა პროტონები, მოქმედებენ ბუნების იმ კანონების მიხედვით, რომლებსაც კვანტურ მექანიკას ვუწოდებთ. მათ ნამდვილად შეუძლიათ, გაჩნდნენ შემთხვევით, იარსებონ ცოტა ხანს და შემდეგ გაქრნენ, რათა გაჩნდნენ სადღაც სხვაგან. ჩვენ ვიცით, რომ სამყარო ოდესღაც ძალიან პატარა იყო, უფრო პატარა, ვიდრე პროტონია. ეს ნიშნავს, რომ სამყარო, მთელი თავისი თავბრუდამხვევი სიდიდითა და მრავალფეროვნებით, ნამდვილად შეიძლებოდა, არაფრისგან გაჩენილიყო, თანაც ისე, რომ ჩვენთვის ცნობილი ბუნების კანონები არ დარღვეულიყო. გაჩენის მომენტიდან გამოთავისუფლდა ენერგიის უზარმაზარი რაოდენობა და სივრცემ გაფართოება დაიწყო. ბალანსისთვის საჭირო იყო ადგილი, სადაც შეინახებოდა უარყოფითი ენერგია. თუმცა ცხადია, ისევ ჩნდება კრიტიკული კითხვა: შექმნა თუ არა ღმერთმა კვანტური კანონები, რომელთა ფარგლებშიც დიდი აფეთქება განხორციელდა? გვჭირდება თუ არა ღმერთის ცნების შემოტანა, რათა ავხსნათ დიდი აფეთქების მოვლენა? ნამდვილად არ მსურს, ვინმეს რწმენა შეურაცხვყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ მეცნიერებას უფრო ძლიერი ახსნა აქვს, ვიდრე ღვთიური შემოქმედია. ეს ახსნა შესაძლებელი ხდება მიზეზშედეგობრიობის პრინციპის მეშვეობით. ყოველდღიური გამოცდილება გვარწმუნებს, რომ ყველაფერს, რაც ხდება, აქვს მიზეზი, რომელსაც შედეგამდე ჰქონდა ადგილი. ამიტომ ბუნებრივია, დავასკვნათ, რომ რაღაცამ, შესაძლოა ღმერთმა, გამოიწვია სამყაროს გაჩენა. მაგრამ როცა ვსაუბრობთ სამყაროზე, როგორც ერთ მთლიანობაზე, ასეთი მიდგომა აუცილებელი არაა. ნება მომეცით, აგიხსნათ. წარმოიდგინეთ მდინარე, რომელიც მთის კალთიდან დაბლა მიედინება. რამ გამოიწვია მდინარის გაჩენა? შესაძლოა, ეს იყო წვიმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მოდიოდა მთებში. მაგრამ წვიმა საიდანღა გაჩნდა? ამის საუკეთესო პასუხია მზე – მზემ, რომელიც ოკეანის თავზე კაშკაშებდა, ააორთქლა წყალი ცაში და შექმნა ღრუბლები. კარგი, ახლა გადავიდეთ მზეზე. რა არის მზის სიკაშკაშის მიზეზი? არსებობს პროცესი, სახელად ბირთვული სინთეზი, რომლის დროსაც წყალბადის ატომები ერთიანდებიან, რათა გაჩნდეს ჰელიუმი და ამ პროცესის დროს დიდი რაოდენობის ენერგია თავისუფლდება. წყალბადი საიდან მოვიდა? ამის პასუხია დიდი აფეთქება. ბუნების კანონები გვეუბნებიან, რომ სამყაროს არამარტო შეუძლია, არსებობა დაიწყოს პროტონის მსგავს ზომაში, არამედ სავსებით შესაძლებელია, რომ დიდი აფეთქების მიზეზი არაფერი ყოფილიყო. ამის ახსნა აინშტაინის თეორიებში იმალება, თეორიებში, რომლებიც ხსნიან, როგორაა სამყაროში დრო და სივრცე ერთმანეთში გადაჭდობილი. დიდი აფეთქების მომენტში დროს საოცარი რამ დაემართა: მან არსებობა დაიწყო. ეს იდეა რომ გავითავისოთ, განვიხილოთ კოსმოსში არსებული შავი ხვრელები.

ტიპიური შავი ხვრელი არის ვარსკვლავი, რომელსაც იმხელა მასა აქვს, რომ საკუთარ თავში ჩამოიქცა. ის იმდენად მასიურია, რომ მისი გრავიტაციისგან სინათლეც ვერ ახერხებს თავის დაღწევას, ამიტომ შავი ხვრელი თითქმის სრულყოფილ შავ ფერს იღებს. მისი გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ ამრუდებს და ბრეცს არამარტო სინათლეს, არამედ დროსაც. უკეთ გასაგებად წამოვიდგინოთ, რომ შავ ხვრელს უახლოვდება საათი. რაც უფრო მცირდება მანძილი ამ ორ ობიექტს შორის, მით მეტად ნელდება საათის მოქმედების პროცესი – დრო შენელებას იწყებს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ საათი შავ ხვრელში აღმოჩნდა. ცხადია, ამ შემთხვევაში მოგვიწევს ჩავთვალოთ, რომ ის წინააღმდეგობას გაუწევს უზარმაზარ გრავიტაციულ ძალებს. რაც საბოლოოდ მოხდება, არის საათის გაჩერება – ის აღარ იმუშავებს. მისი გაჩერების მიზეზი არა მექანიზმის მოშლა, არამედ თავად შავი ხვრელია. მასში დრო არ არსებობს. სწორედ ესაა ის, რაც სამყაროს საწყის მომენტში ხდებოდა. სამყაროს დასაწყისში დროის როლის საკითხი არის ბოლო ეტაპი, რომელიც დიადი დამპროექტებლის საჭიროებას მთლიანად ანულებს და გვამცნობს, როგორ შექმნა სამყარომ საკუთარი თავი. როცა გადავდივართ უკან დროში და ვუახლოვდებით დიდ აფეთქებას, სამყარო სულ უფრო პატარავდება, სანამ წერტილად არ იქცევა. ამ წერტილში მოქცეულია მთელი სამყარო, სივრცე კი იმდენად პატარა მასშტაბისაა, რომ უსასრულოდ მცირე და უკიდურესად მჭიდრო შავ ხვრელს წარმოადგენს. დღევანდელი შავი ხვრელების მსგავსად, რომლებიც სივრცეში ტივტივებენ, ბუნების კანონები ამ შემთხვევაშიც რაღაც არაჩვეულებრივზე მიგვანიშნებენ. ისინი გვამცნობენ, რომ დრო აქაც შეჩერებული იყო. შესაბამისად, ვერ ვისაუბრებთ დიდ აფეთქებამდელ დროზე, რადგან მანამდე არაფერი არსებობდა. როგორც იქნა, აღმოვაჩინეთ ისეთი რამ, რასაც არ გააჩნია მიზეზი, რადგან დიდ აფეთქებამდე არ არსებობდა დრო, რომელშიც მიზეზი მოხდებოდა. ჩემთვის ეს იმას ნიშნავს, რომ შემოქმედის არსებობის ალბათობა ნულია, იმიტომ რომ არ არსებობს დრო, რომელშიც ის იმოქმედებდა. რადგანაც დრო თავად დიდი აფეთქების მომენტიდან დაიწყო, ეს ისეთი მოვლენა გახლდათ, რომელსაც არ ჰქონდა მიზეზი და არც შექმნილი იყო ვინმეს ან რამეს მიერ. მეცნიერებამ მოგვცა პასუხები, რომლებსაც შეუპოვრად ვეძებდით, რომლებსაც კაცობრიობის 3000 წლიანი მცდელობა დასჭირდა. ჩვენ აღმოვაჩინეთ, როგორ დაიწყეს სამყაროს მასასა და ენერგიაზე მოქმედმა ბუნების კანონებმა პროცესები, რომლებმაც საბოლოოდ ჩვენ შეგვქმნა, გაგვაჩინა ამ პლანეტაზე. ასე რომ როცა მეკითხებიან, შექმნა თუ არა სამყარო ღმერთმა, მე ვპასუხობ, რომ ეს კითხვა აზრს მოკლებულია. დიდ აფეთქებამდე დრო არ არსებობდა, ამიტომ არც ღმერთისთვის იყო დრო, რომ სამყარო შეექმნა. ეს დაახლოებით იგივეა, ეძებო მიმართულებები დედამიწის კიდისკენ. დედამიწა სფეროა და მას კიდეები არ გააჩნია. ამიტომ მისი ძებნა უნაყოფო და ფუჭი მცდელობაა. ჩვენ თავისუფლები ვართ იმის არჩევაში, რა დავიჯეროთ და ჩემი აზრით, ყველაზე მარტივი ახსნა ისაა, რომ ღმერთი არ არსებობს. არავის შეუქმნია სამყარო და არავინ წარმართავს ჩვენს ბედს. ეს მიბიძგებს უფრო შორსმჭვრეტელური დასკვნისკენ, რომ არც სამოთხე არსებობს და არც სიკვდილის შემდგომი ცხოვრება. ჩვენ მხოლოდ ერთი სიცოცხლე გვაქვს და უნდა დავაფასოთ ეს არაჩვეულებრივი სამყარო, რისთვისაც მე განსაკუთრებით მადლიერი ვარ.

Similar Documents

Premium Essay

Essey

...Eve-teasing is a regular occurrence in the lives of Bangladeshi women. In fact, the entire Indian sub continental region is afflicted with this malaise. Neighboring countries like Sri Lanka, India, Pakistan etc. show similar ratios of eve-teasing. That indicates a certain kind of wrong mindset of men who harbour no respect for woman’s dignity. Eve-teasing is a traumatic experience for women. It can leave deep psychological scars which can be hard to heal. Eve-teasing has resulted into many unfortunate events in the lives of women. Sometimes, it has made parents keeping their daughters at home away from school or marrying them off at an early age. Paranoid parents concerned about the safety and honour of their daughters can literally ruin their future. Ironically, teasing has dangerous consequences for women and not for men as it can deprive them of their freedom, nutrition and education. Most often the incident of eve-teasing is blamed on the victims, i.e. women. It is as if males have got license to indulge in any sort of lecherous behaviour and can go away with it. The patriarchal nature of our society has not been able to deal with incidents of eve-teasing in right perspective. There have been plenty of instances when women have come out in open sharing their experiences. Different newspapers and websites keep publishing such accounts that reflect feelings of disgust, insult and scare experienced by women. No one can explain the truth of eve-teasing...

Words: 393 - Pages: 2

Free Essay

Essey

...CREATING A BUSINESS PLAN AND COVER LETTER What Is A Business Plan And Why Write One? A business plan is a clearly written analysis of your company. It explains the industry in which you compete, your company’s goals and objectives, and your plan to meet these goals. It also provides a management tool that allows you to guide your business, and measure your success against projected goals, which, in-turn, allows you to assess whether you are meeting you goals or not. • A business plan can help you obtain financing or investors • A business plan organizes and formalizes your business thinking process • A business plan clarifies the questions that may arise in managing your business How Long Should A Business Plan Be? The shorter, the better (as short as possible without leaving out pertinent information). It is important to be as realistic and detailed as possible without being overly repetitious. A concise plan will be much more effective and yield better results. You should, however, ensure that enough information is present to allow you to convey the full scope of important points about your business, being sure to emphasize the positives, and honestly minimize the negatives. Often, you can diffuse the potential impact of negative information by disclosing it and offering a response, rather than having the reader reach an uninformed conclusion. What Topics Are Covered In The Business Plan? The outline which follows is a set of...

Words: 1198 - Pages: 5

Free Essay

Esseys

...Хүнс, хөдөө аж ахуйн нь манай улсын хувьд хөгжлийн төдийгүй стратегийн ач холбогдолтой  чухал салбар. Тиймээс бид хүнс хөдөө аж ахуйн салбартаа шинэчлэлийн олон бодлого хэрэгжүүлж ирлээ. Үр дүнд нь монгол орондоо эрүүл, органик хүнсний бүтээгдэхүүнийг үйлдвэрлэн дэлхийн зах зээлд нийлүүлэх боломж нээгдэж эхэллээ. Гэвч бидний ирээдүйтэй гэж зорьж буй энэ салбарт дэлхий дахиныг хамарсан байгаль цаг уурын өөрчлөлт,усны нөөцийн багасалт, хүн амын өсөлт, түлшний үнийн өсөлт нь сөрөг нөлөө үзүүлэх боллоо. Мөн хөдөө аж ахуйн түүхий эдийн нөөц багасч, үнэ огцом өсч байгаагаас дэлхийн улс орнууд хүнсний хангамж, аюулгүй байдлынхаа бодлогод өөрчлөлт, шинэчлэлт хийж, төрөөс хүнс, хөдөө аж ахуйн салбарт хөрөнгө оруулалт хийх, дэмжлэг, зохицуулалтаа нэмэгдүүлэх арга хэмжээ авч байна.  Тухайлбал, Ром хотноо 2009 оны 12 дугаар сард  зохион байгуулсан НҮБ-ын Хүнс хөдөө аж ахуйн байгууллагын дээд хэмжээний 3 дахь уулзалтаас “Хүн амын хүнсний үндсэн хэрэгцээг 2025 он гэхэд бүрэн хангах, 2050 он гэхэд хүн ам, түүний дотор хүүхэд өлсгөлөн байх гэдэг ойлголтыг арилгах” зорилт тавьсан. Энэ зорилтыг хангахад чиглэгдсэн төрийн оновчтой зохицуулалт, бодлогыг авч хэрэгжүүлэхийг гишүүн орнуудад  зөвлөсөн билээ. Учир нь дэлхийднэгтэрбум хүн буюу зургаан хүн тутмын нэг нь өлсгөлөнд нэрвэгдээд байна. Үүний 60 гаруй хувь нь Ази, номхон далайн орнуудад байна.    Тиймээс даяаршиж буй өнөө үед хүнсний аюулгүй байдлыг хангах, хангамжийг тогтвортой байлгах нь зөвхөн ганц орны бус, олон улсын хамтын ажиллагааны...

Words: 6144 - Pages: 25

Free Essay

Essey

...Cuprins curs 10 Tehnici actuale de anestezie generală la animale Anestezia generală la cabaline (continuare) Anestezia generală la măgar şi catâr Anestezia generală la suine Anestezia generală la câine şi pisică Anestezia generală la mamiferele mici Anestezia generală la iepure Anestezia generală la nutrie şi nurcă Anestezia generală la rozătoare mici şi animale de laborator Obiectivele cursului Studentul trebuie să fie capabil să: - decrie problemele specifice ale anesteziei la cabaline, măgar , asin şi suine - descrie protocoalele, asocierile (doză, durată, efecte adverse, alte observaŃii) uzuale folosite la cabaline, asin, suine, câine, pisică, iepure, nutrie, nurcă şi rozătoare mici 2. PremedicaŃie xylazină 1-1,1 mg/kg IV (sau detomidină) InducŃie ketamină 2-2,25 mg/kg IV, administrată la interval de aproximativ două-trei minute după xylazină. Niciodată la cabaline ketamina nu va fi administrată singură sau prima într-o asociere anestezică. Cu această inducŃie reflexele faringiene sunt prezente şi intubarea traheală poate fi uneori dificilă. Doze mai mari de ketamină, 3 mg/kg, sunt recomandate poneilor, cailor de rasă pur sânge arab. Înainte de administrarea premedicaŃiei se va verifica frecvenŃa cardiacă. Dacă animalul este bradicardic (frecvenŃă sub 30 bătăi/minut) va trebui aleasă o altă premedicaŃie. După administrarea xylazinei la trei minute se va verifica din nou frecvenŃa cardiacă, dacă ea scade sub 25 bătăi/minut se vor aştepta alte cinci minute pentru a se acorda...

Words: 8550 - Pages: 35

Free Essay

Essey

...КОНГРУЕНЦИЈА 1. Реченични конституенти исказују слагање у осовним граматичким категоријама, као што су лице, број, род. Такву појаву називамо конгруенција (слагање) реченичних чланова. - именица и придев конгруирају у роду, броју и падежу: Професор Миодраг пише дугачка писма. професор Миодраг: род мушки, број једнина, падеж номинатив дугачка писма: род женски, број множина, падеж акузатив - именица и глагол конгруирају у лицу и броју (а уколико је глаголски облик сачињен од радног или трпног придева, слаже се и у роду): Зорица пева. лице: прво, број: једнина Зоран је певао. лице: прво, број: једнина, род: мушки - Граматичке категорије које учествују у конгруенцији називамо конгруентне категорије. - Именица диктира, сумерава и одређује које ће се граматичке категорије слагати, па је зато називамо контролор конгруенције. 2. - Именице једнаког природног и граматичког рода су именице прве врсте: Зоран. Именице код којих се не слажу природан и граматички род су именице треће врсте које означавају особе мушког пола, а имају облике женског рода: газда. У једнини је само граматичка конгруенција, а у множини може бити граматичка, али је дозвољена и семантичка, мада није уобичајена: Онај газда је дошао. граматичка конгруенција (мушки род) У множини: Оне старешине су дошле. граматичка конгруенција (женски род) Они старешине су дошли. семантичка конгруенција (мушки род) – није уобичајено - Код именица треће врсте које означавају особе и мушког...

Words: 460 - Pages: 2

Premium Essay

Essey

...According to Armstrong (2001) performance management can be defined as a strategic and integrated approach to delivering sustained success to businesses, in this instance public services, by improving the performance of the employees by developing the capabilities of team and individual contributors. A performance management system sets out to establish organisational goals and objectives to ensure that a business is successful and employees perform to the highest possible standard. The system also identifies any problems with a pubic service and monitors progression in the form of improved performance. It is important to establish whether performance management systems will improve public services because they affect every individual in the UK. A good example of where a performance management system is needed for better quality of safety, reliability, punctuality, and comfort is on UK railways and on the London Underground. This essay aims to establish whether the successful implementation and use of performance management systems will lead to a higher quality of education, health, police force and public transport system. The Prime Minister’s Speech in 2001 stated that UK public services were still in need of modernisation and change in order to meet the changing needs of a 21st century public. He suggested that investment alone was not enough to increase the quality of public services and he believed that society was driving the focus away from the 1980s financial focused...

Words: 3257 - Pages: 14

Premium Essay

Essey

...The best experience: Narrative When I was 7 years old, I had my best experience. I went on a holiday with my family, so it was very special for me. We went there by plane. It was so comfortable but a bit noisy. First, we went our hotel. It was a very big pool and it is located near the sea. On the first day, we didlots of different activities. I enjoyed very much. On the second day, I went to scuba-diving with my father. It was fascinating. At night, we went to one of the most famous restaurants in the region and had wonderful meals. We stayed there for a week. After one week, we returned to our home. It was the best memory of my childhood and I'll never forget my first holiday with my family. The worst experience: Narrative I went to the Emergency Room for the first time when I was eleven years old. When I was riding a bike in front of my grandmother's house, I tried to do a trick. I messed it up in the end and headed to the ground with my hands down. I fell hard on the ground, my left wrist was twisted the wrong way. At first it did not hurt at all, but a short time later when I looked at my warped and twisted ankles, sudden excruciating pain, my whole body was wrapped. Rolling around on the ground yelling and cussing in pain, my parents saw what happened and came running to my aid. After about ten minutes of yelling and screaming, I finally got up and held my wrist as I walked to the car. The whole way to the hospital the pain got worse and worse. Later I foound out the...

Words: 3223 - Pages: 13

Free Essay

Essey

...Welcome ladies and gentlemen I am here today to speak to you about parenting, and a parent’s responsibility to their children. I will be focusing on Katy Hopkins article about supposedly ‘good’ parenting; instead I will show how it is actually a demonstration of bad parenting. In her article Hopkins is a demanding and controlling mother; she thinks it’s right to choose her children’s friends. She judges people based on her narrow mindedness; to her a person’s name is an insight into their personality. She lies to her children and thinks it is okay, which I think is wrong you shouldn’t lie to your children because then if they lie to you, you can’t tell them off. Firstly, Hopkins dismisses technology and denies her children the opportunity to use it: “whether it’s an ipad an IPhone I’m instantly on my guard because they won’t have time to devote to their homework” The jobs in the future will always need technology. Hopkins is keeping her children in the dark. Does this sound like a caring mother to you? Hopkins does not approve of most children’s’ party venues. I am not sure what she expects? The Ritz? “The venue was bad enough: dirty, sticky soft play area at our local leisure centre” she clearly does not understand that some families do not have the money for anything more! Plus it does not determine how nice the child is. The main shallow criticism she has is about the name of the child. “Charmaine is definitely not the sort of child I want my daughter associating with”....

Words: 586 - Pages: 3

Free Essay

Essey

...RREGULLORE E VLERËSIMIT TË NXËNËSIT NË GJIMNAZ Tiranë, korrik 2010 PËRMBAJTJA 1. KREDITET 2. MATURA SHTETËRORE 3. VLERËSIMI I NXËNËSIT 4. FITIMI I DIPLOMËS SË GJIMNAZIT 1. Rregullorja e vlerësimit të nxënësit është e vlefshme për kurrikulën e re të gjimnazit. Ajo vlen për nxënësit që përfundojnë klasën e 12-të në vitin 2012. 2. Kjo rregullore nuk zbatohet për nxënësit që ndjekin klasën e 12-të në vitin shkollor 2010-2011. 1. KREDITET Çdo lëndë e kurrikulës bërthamë dhe e kurrikulës me zgjedhje ka një numër të përcaktuar kreditesh (Kr). Për klasën e 10-të dhe të 11-të, numri i krediteve (Kr) të një lënde ose moduli gjendet duke pjesëtuar numrin e orëve vjetore të lëndës në planin mësimor me 36. a. Kr (10, 11) = Numri i orëve në planin mësimor 36 Për klasën 12-të numri i krediteve të një lënde ose moduli gjendet duke pjesëtuar numrin e orëve vjetore të lëndës në planin mësimor me 33. b. Kr12 = Numri i orëve në planin mësimor 33 Shembull: a. Matematika e kurrikulës bërthamë për klasën e 10-të ka 3 kredite, sepse: 108 (orë në planin mësimor) = 3 kredite ...

Words: 2073 - Pages: 9

Premium Essay

Essey

...Personality is a set of traits and characteristics that relate to a person's emotions, motivations, interpersonal interactions, and attitudes. Personality is different from ability. Personality is meaningful to management, because employees' personalities may dictate how well they perform their jobs. Personality may indicate how hard a person will work, how organized they are, how well they will interact with others, and how creative they are. Personality is a trait. That is, personality is enduring and unlikely to change substantially in one's adult life. Because personality is a trait, this also means that a person is likely to behave similarly in a variety of situations. This does not mean that a person cannot or will not adapt to a change in circumstances, but that, on average, a person demonstrates similar personality across all situations and may behave differently from those with dissimilar personality characteristics. In recent years, more organizations have been using self-reporting personality tests to identify personality traits as part of their hiring or management development processes. Employers recognize that experience, education, and intelligence may not be the only indicators of who the best hire might be. Additionally, understanding one's own personality characteristics may improve one's ability to develop as an employee and manager. Therefore, it is important to understand the different facets of personality and the ways in which they can be measured. There...

Words: 298 - Pages: 2

Free Essay

Essey

...40 Verben, denen der Akkusativ folgt etw. abholen ➡ Können Sie Ihren Sohn um halb sieben abholen? etw. abschließen ➡ Hast du den Wagen abgeschlossen? jdn./etw. anmelden ➡ Ich muss meine Tochter heute für den Schwimmkurs anmelden. jdn. anrufen ➡ Wen rufst du an? etw. ansehen ➡ Welchen Film seht ihr euch heute Abend an? etw. aufräumen ➡ Hast du dein Zimmer jetzt endlich aufgeräumt? etw. ausmachen ➡ Mach bitte diese schreckliche Musik aus! auspacken ➡ An meinem Geburtstag packe ich viele Geschenke aus. etw. bekommen ➡ Sie hat einen neuen Hund bekommen. etw. benutzen ➡ Ich weiß nicht, wie man den neuen Drucker benutzt. jdn./etw. besuchen ➡ Besuchst du deine Cousine, wenn du nach Deutschland reist? etw. bestellen ➡ Kannst du den nächsten Band der Krimireihe bestellen? etw. bezahlen ➡ Wer bezahlt den Rest? etw. brauchen ➡ Welchen Reiseführer brauchen Sie? jdn. einladen ➡ Sollen wir ihn mal einladen? etw. essen ➡ Sollen wir den Kuchen jetzt essen oder warten wir auf die Gäste? erzählen ➡ Soll ich dir eine spannende Geschichte erzählen? jdn./etw. finden ➡ Jippieh, ich habe einen Nachhilfelehrer gefunden! jdn./etw. fragen ➡ Fragen Sie Ihren Arzt. etw. haben ➡ Ich habe alle Ausgaben dieses Romans. jdn./etw. hören ➡ Ich höre am liebsten meine alten CDs. etw. kaufen ➡ Ich habe einen neuen Schirm gekauft. jdn./etw. kennen ➡ Ihr kennt schon viele Verben mit dem Akkusativ. etw. kochen ➡ An Weihnachten kochen wir einen Eintopf. etw. lesen ➡ Welchen Roman liest...

Words: 368 - Pages: 2

Free Essay

Some Essey

...A power supply is an electronic device that supplies electric energy to an electrical load. The primary function of a power supply is to convert one form of electrical energy to another and, as a result, power supplies are sometimes referred to as electric power converters. Some power supplies are discrete, stand-alone devices, whereas others are built into larger devices along with their loads. Examples of the latter include power supplies found in desktop computers and consumer electronics devices. A CD-ROM /ˌsiːˌdiːˈrɒm/ is a pre-pressed optical compact disc which contains data. The name is an acronym which stands for "Compact Disc Read-Only Memory". Computers can read CD-ROMs, but cannot write on the CD-ROM's which are not writable or erasable. A network switch (sometimes known as a switching hub) is a computer networking device that is used to connect devices together on a computer network by performing a form of packet switching. A network switch is considered more advanced than a hub because a switch will only send a message to the device that needs or requests it, rather than broadcasting the same message out of each of its ports. A network switch is a multi-port network bridge that processes and forwards data at the data link layer(layer 2) of the OSI model. Some network switches have additional features, including the ability to route packets; these switches are commonly known as layer-3 or multilayer switches. Switches exist for various types of networks including Fibre...

Words: 2759 - Pages: 12

Free Essay

Essey on Yellow

...An Essay on Yellow Many people often seek distraction from the small problems, which occur every day in our daily lives. To avoid these problems they use bad excuses like drinking or simply avoiding any kinds of conflicts. You can call it a defence mechanism so they prevent the feelings of hopelessness, guilt or feeling like a burden. In generally people are very yellow, they often tend to run away from their problems instead of facing them. Some people are even going as far as being suicidal, because they think it’s the only way to escape these problems. This is what the main character in the short story “Yellow” which is written by Peter Carty struggles with. In the story, we meet the main character Jon who is in the thirties He suffers from overweight but is in good physical condition for someone in his age. He is a second-string writer on a London listings magazine. He travels to Egypt, because the magazine wants him to write about scuba diving. Already in the start of the story, it is clear that he is afraid of confrontations. In the episode where the Egyptian porters tries to wrench his bags away, he shakes hands with each one and tip them with crumpled currency so they will go away. His relationship with his girlfriend isn’t going so well which is emphasized on page 3 lines 53-55: “They hadn’t paid for his girlfriend to come, either. Mind you, the way things were going that was properly a plus. The silence between them had multiplied, then lengthened into an empty...

Words: 1022 - Pages: 5

Free Essay

Essey on Celebrity

...Essay on celebrity Being a celebrity has not only a bright side. Everyday thousand of people live in the reflection of fame, some of them had lost their touch on reality. The phenomenon “Celebrity” is an abused term. You do not longer have to be talented to be acknowledged, and adored. If you were called a celebrity years ago it really meant something. Much like today, it is an easy way to achieve fame if you are attractive and self-representational. Maybe it is not a permanent status, but the 15 minutes it last, affect the persons permanent. But why do we seek fame? Why do we not have enough in our self? The article “Mindfulness in everyday life – so you want to be famous?” is written by Donna Rockwell, a licensed clinical psychologist, and is a specialist in mental health. She has had fame close to her life. But not in a way you imagine. Her grandmother said that she was her favourite celebrity, and she will never forget that. Maybe if you have tried something likely you can relate? Donna tells about Andy Warhol who has said: “In 15 minutes everybody will be famous.” Maybe she is right. There is something about the rush of fame, which makes us simmer. We want it so badly, that we all dream about it, from time to another. Filmmaker John Waters appears in the article with the statement: “Most everybody secretly imagines themselves in show business, and every day on their way to work, they’re a little bit depressed they are not. People are sad they’re not famous in America...

Words: 625 - Pages: 3

Premium Essay

S.O.K. Essey

...In a democracy all people should be able to have their say in one way or another in everything that affects their lives . A) What was the role of Cleisthenes in the founding of democracy ? B) Describe the similarities and differences between a democratic citizen in Ancient Athens and a democratic citizen in the present day’s Malta . C) Which democracy would you rather live in ? Why ? Cleisthenes was responsible for introducing the system of democracy in Athens, thus, earning him the name, “the father of Athenian democracy. Cleisthenes believed that all citizens should have equal rights he made all the citizens of Athens his companions, in order for them to participate in governmental affairs. Cleisthenes felt it was unfair that only a small group of aristocrats were allowed to participate in the government and since all of the citizens were now his companions; this broke the regional power of the aristocracy. However, this move of making all the Athenians his companion did not sit well with everyone, particularly the archon Isagoras, who decided to start the process to have Cleisthenes exiled. Isagoras’ plan to have Cleisthenes exiled worked for a while, as he was exiled, which was attributed to a “curse”, but many of the citizens who believed in what Cleisthenes was doing, rebelled against his being exiled and he was returned. Upon Cleisthenes' return, he was even more determined to reform Athens and his next move was to break up the power of nobility i.e. the four traditional...

Words: 583 - Pages: 3