Free Essay

Leobolqvadze

In:

Submitted By yadiogli
Words 825
Pages 4
ლევან ბოლქვაძე მე-19 ჯგუფი ნაწილი ა. შთაბეჭდილება კლინიკაში ვიზიტის შესახებ მე ვიმყოფებოდი კლინიკა „კურაციოში“, რომელიც არის ამბულატორიული და, აქედან გამომდინარე, პირველადი კლინიკა. „კურაციო“ სხვა ანალოგიური კლინიკებისაგან განსხვავდება რამდენიმე კრიტერიუმით:
1. აქ შექმნილი სისტემა უზრუნველყოფს პაციენტთან გრძელვადიან ურთიერთობას, რომელიც მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული;
2. სისტემის ცენტრალური რგოლია პაციენტი;
3. მომსახურება არის პრაქტიკული და პერსპექტიული;
4. კლინიკა სარგებლობს ელექტრონული აღრიცხვის (EMR) დახვეწილი სისტემით;
5.კლინიკის მიერ წარმოებული სამედიცინო მომსახურებები ეფუძნება ფაქტებზე დამყარებული მედიცინის პრინციპებს;
6.კლინიკაში ხდება არა მხოლოდ რომელიმე ერთი დაავადების მკურნალობა, არამედ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა.
7. ხარისხის მართვა უწყვეტი პროცესია. „კურაციო“ მრავალმხრივ მომსახურებას სთავაზობს თავის პაციენტებს. მათ შორის შედის გინეკოლოგის, ნევროლოგის, დერმატოლოგის, უროლოგის, ოფთალმოლოგის,ოტორინოლარინგოლოგის, კარდიოლოგის, ანგიოლოგის, ტრავმატოლოგის, ფიზიოთერაპენტის, ენდოკრინოლოგის, სტომატოლოგის მომსახურებას (ასევე, შესაძლებელია სატელეფონო კონსულტაციაც). ამასთან, კლინიკას აქვს ინსტრუმენტული დიაგნოსტიკის შესაძლებლობა: ულტრასონოგრაფია, რენტგენოგრაფია, ენდოსკოპია. ამასთან, „კურაციოს“, ზემოთ ჩამოთვლილი ექიმების გარდა, რომლებიც თავიანთ კლინიკურ დარგებს უძღვებიან, ყავს სხვა თანამშრომლებიც: ექთნები, ლაბორანტები, მდივნები, სანიტრები თუ უბრალო დამლაგებლები, რომლებიც ცდილობენ, რომ შექმნან ისეთი გარემო, სადაც ექიმიცა და პაციენტიც თავს კარგად იგრზნობს. კლინიკის პაციენტები, ძირითადად, დაბალი და საშუალო სოციალური ფენის წარმომადგენლები არიან, რომლებსაც სურთ, რომ შეღავათიან ფასებში მიიღონ რაც შეიძლება კარგი მომსახურება. კლინიკის პაციენტები „კურაციოს“ ხშირად მიმართავენ მეგობრების, ნათესავებისა თუ სხვა ახლობლების რჩევით, რომლებმაც უკვე გაიგეს ან საკუთარ თავზე გამოცადეს თანამედროვე ამბულატორიის შესაძლებლობები. თუმცა, უფრო ხშირად, პაციენტები კლინიკას აკითხავენ სადაზღვევო კომპანიის რჩევით, რომელიც ხშირად არის ამ ადამიანის მთავარი დამფინანსებელი. სადაზღვევო კომპანიები პაციენტებს საშუალოდ უფინანსებენ მთელი გადასახადის 60-70 % პროცენტს, დარჩენილ თანხას კი პაციენტი თვითონ იხდის, თუმცა კლინიკის პაციენტების დაახლოებით 30% დაუზღვეველი პაციენტია. ისინი საკუთარი ხარჯებით იხდიან მკურნალობისა თუ ამბულატორიული მომსახურების საფასურს. ამასთან, კლინიკას აქვს საკუთარი ფასდაკლების ბარათი, რომლის შეზენის შემთხვევაში (ფასი 30 ლარი) პაციენტი შეძლებს ნებისმიერი ანალიზი ჩაიტაროს 30 %იანი ფასდაკლებით 1 წლის განმავლობაში. პაციენტების გადამისამართება სხვა კლინიკაში თუ ექიმთან ხდება იმ შემთხვევაში, თუ კლინიკაში არსებული აპარატურა არ არის საკმარისი პაციენტისთვის დიაგნოზის დასასმევად ან, თუ ავადმყოფს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია. პაციენტის გადამისამართებისას საკვანძო როლი ოჯახის ექიმს ეკისრება. სწორედ ის ურჩევს პაციენტს, თუ რომელ ექიმთან წავიდეს და რომელ საავადმყოფოს მიმართოს. ამასთან, ოჯახის ექიმი უზრუნველყოფს მკურნალობის პროცესის სწორად წარმართვას. „კურაციოს“ ექიმები (ის მცირე რაოდენობა მაინც ვისაც შევხვდით) არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ პაციენტი არა მხოლოდ ფიზიკურად განკურნონ, არამედ სულიერადაც. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები, როგორც ნამდვილი პროფესიონალები, სერიოზულად საობრობდნენ, ხშირად უღიმოდნენ თავიანთ პაციენტებს და არ აჩვენებდნენ პაციენტებს არც ერთ ისეთ ემოციას, რომელსაც შეეძლო პაციენტის შეშფოთება. ამის გამო, ის პაციენტებიც კი, რომლებიც თავიდან საკმაოდ მორიდებულად და დაღვრემილი სახით საობრობდნენ, თანდათან უფრო და უფრო შედიოდნენ კონტაქტში ექიმთან. რამდენიმე მათგანმა ღიმილით, გულთბილად დაემშვიდობა თავის ექიმს, რამდენიმე კი საკმაოდ სერიოზული, მაგრამ დამშვიდებული სახით გამოემშვიდობა თავის მკურნალს. საერთო ჯამში, პაციენტები საკმაოდ კარგად გრძნობდნენ თავს ექიმებთა კაბინეტებში (ამის თქმა ნამდვილად შეიძლება კაბინეტიდან გამავალი ადამიანების საკმაოდ დამშვიდებულ სახეებზე დაკვირვებით). მე რომ „კურაციოს“ მენეჯერი ვიყო, არაფერს არ შევცვლიდი, რადგან ეს კლინიკა შესანიშნავად ასრულებს საკუთარ დანიშნულებას. ის ეხმარება იმ ადამიანებს, ვისაც დახმარება ნამდვილად სჭირდებათ. კლინიკაში ვიზიტი ზოგადად საკმაოდ საინტერესო იყო. ამა თუ იმ ადამიანის პრობლემის გულისყურით მოსმენა, მისი მდგომარეობის გაზიარება და, აქედან გამომდინარე, ექიმის სხვადასხვაგვარი საქციელი ყოველ პაციენტთან, მათთან დაახლოების მიზნით - ამ ყველაფრის ხილვა ნამდვილად საინტერესო იყო. კლინიკაში ვიზიტმა მასწავლა, თუ როგორი ურთიერთობა უნდა ქონდეს ნამდვილ ექიმს თავის ყოველ პაციენტთან, როგორ უნდა აკონტროლოს მკურნალმა საკუთარი ემოციები.

ლევან ბოლქვაძე მე-19 ჯგუფი

ლევან ბოლქვაძე მე-19 ჯგუფი ნაწილი ბ: კლინიკური შემთხვევა ექიმს მიმართა 28 წლის მამაკაცმა, რომელსაც ბოლო 2 წლის განმავლობაში აქვს გრიპი (მისი ვარაოდით). თუმცა იმის გამო, რომ პაციენტის მდგომარეობა დრო და დრო უმჯობესდებოდა, პაციენტი უფრთხოდა საავადმყოფოში მისვლას და ცდილობდა თვითონვე „ემკურნალა“ საკუთარი თავისათვის. ის თვითნებურად იღებდა გრიპის საწინააღმდეგო წამლებს და ასე იმსუბუქებდა თავის მდგომარეობას; თუმცა საავადმყოფოში მისვლამდე რამდენიმე დღით ადრე ის გაცილებით უარესად გახდა, ვიდრე ადრე იყო. სხეულის მაღალი ტემპერატურა, მშრალი ხველა და, ამის გამო, ყელის ტკივილი, გაჭედილი ცხვირი და უზილობა - სწორედ ეს ფაქტორები გახდა პაციენტის ექიმთან სტუმრობის მიზეზი. პაციენტი მუშაობს გარემოში, სადაც რამდენიმე ფეხმძიმე ქალაბატონია დასაქმებული. გრიპი კი, როგორც ვიცით ვირუსული დაავადებაა, რომელიც გადადის ჰაერწვეთოვანი გზით, ამიტომაც დაავადებულ მამაკაცთან კონტაქტის შემთხვევაში დიდია ფეხმძიმე ქალბატონთა დაავადების შანსი. ამის გამო, მამაკაცს, იმ შემთხვავაში, თუ ის არ გამოჯანმრთელდება ახლო ხანში, გაათავისუფლებენ სამსახურიდან. ამ ყველაფრის გამო პაციენტი საკმაოდ განერვიულებული და აღელვებულია. მისი შეჭმუხნილი შუბლი და დაღვრემილი სახე შეწუხებასა და ცუდად ყოფნას გამოხატავს. ექიმი, თავის მხრივ, ცდილობს პაციენტი გაამხნევოს: ის ხშირად უღიმის ავადმყოფს, ასევე, საუბრობს სერიოზულად და დამაჯერებლად, რითიც ცდილობს ავადმყოფის დამშვიდებას. ამასთან, ექიმმა პაციენტი საგულდაგულოდ გამოკითხა: მოუსმინა პაციენტის ფილტვებს, გამოკითხა ალერგიულობის, ასთმის, ოფლიანობის, ტემპერატურის, ცხვირიდან ჩამონადენის შესახებ. ამის შემდეგ კი პაციენტი გაუშვა ანალიზების ასაღებად. ანალიზების შედეგის ნახვისა და ყველა კითხვაზე პასუხის მიღების შემდეგ კი პაციენტი დაამშვიდა, დაუსვა გრიპისა და ბრონქიტის დიაგნოზი, კიდევ ერთხელ ჰკითხა ალერგიულობის შესახებ და მას შემდეგ, რაც პაციენტისაგან კიდევ ერთხელ მიიგო პასუხი, რომ ის ალერგიული არის, გამოუწერა წამლები. შემდეგ ჩაიწერა პაციენტის ნომერი, რათა მოგვიანებით გაეგო პაციენტის მდგომარეობა და ღიმილით დაემშვიდობა. მე ექიმის კონსულტაციაში არაფერს არ შევცვლიდი, რადგან ექიმის ყოველი საქციელი მიმართული იყო პაციენტის დამშვიდება-გამოჯანმრთელებისათვის. დასკვნითი კითხვა: 1.იყო კლინიკაში ვიზიტი სასარგებლო? კლინიკაში ვიზიტი ნამდვილად სასარგებლო იყო, რადგან ამ ვიზიტის დროს მე დავინახე თუ როგორია ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა. ამ ვიზიტის დროს მე ნამდვილად მივხვდი, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს არავერბალურ კომუნიკაციას ექიმსა და პაციენტს შორის.
2. რას შეცვლიდი ამ მოდულში, რომ უფრო სასარგებლო გამხდარიყო თქვენთვის? მე არაფერს არ შევცვლიდი ამ მოდულში, რადგან ის ისედაც სასარგებლოა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის.

Similar Documents